ახალი ამბები
ახალგაზრდობის სააგენტო შიდა ქართლში კოლეჯ „განთიადს“ ეწვია
ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების "ახალგაზრდული მუშაკის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის" ფარგლებში, გორში კოლეჯ "განთიადს" ეწვია.

აქ პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკები, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან აღიარებულ ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს გაივლიან.

პროფესიულ სასწავლებელის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სამუშაო პრინციპები განსაზღვრეს, კერძოდ ეს პრინციპები გათვალისწინებული იქნება პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის მომზადება–განხორციელების ეტაპზე; შემდეგ მოხდება ახალგაზრდების ჯგუფის და თემების განსაზღვრის პროცესის მონიტორინგი, რათა პროგრამა გამართულად და დროში შეუფერხებლად გაგრძელდეს.

ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა ახალგაზრდობის სააგენტომ მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების, "ახალგაზრდული საქმიანობის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის" ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო.

,,გადამზადების პროგრამის დაწყება, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამით, პირველ ეტაპზე, ღია კონკურსის გზით შერჩეული 27 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება, საქართველოს 9 რეგიონიდან. პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს მონაწილეები საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან. მონაწილეებს შორის მოცემული პროფესიული სასწავლებლებიდან თითო თანამშრომელიც არის წარმოდგენილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ. შესაბამისად, პროგრამის ამოქმედება ასევე ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებას და პოპულარიზებას. ახალგაზრდული მუშაკი, ეს პროფესიაა!'' - აღნიშნულია ახალგაზრდობის სააგენტოს განცხადებაში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები