ახალი ამბები
6 ადამიანი გარდაიცვალა გორთან ახლოს მომხდარ ავარიისას
გორთან ახლოს, ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა. მგზავრთაგან ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კი, - კიდევ ორი.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,გორმედის" კლინიკის წარმომადგენლის ცნობით, რეანიმაციულ განყოფილებაში 11 დაშავებული მოათავსეს.

მიკროავტობუსი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. მთავარი არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მგზავრები თბილისში გამართული აქციიდან ბრუნდებოდნენ.

"დიდი გლოვაა ნაციონალურ მოძრაობაში: მიტინგიდან ზუგდიდში მიმავალ ავტობუსს (გაჩერებულს) ტრაილერი დაეჯახა. არის მსხვერპლი. მეც ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ნაციონალურ მოძრაობას" – წერს მთავარი არხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები