Error
  • JFolder::create: Path not in open_basedir paths
ახალი ამბები
კასპის საავადმყოფო მედპერსონალის კოვიდტესტების პასუხების მიღებამდე გააღეს
დღეს დილით კასპის საავადმყოფომ მუშაობა განაახლა. 2-დღიანი დაკეტვის შემდეგ, მოქალაქეების მიღება 30 ოქტომბერს განახლდა.

კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი, ნანა ნინოშვილი ამბობს, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ჯერ არ მიუღიათ.

,,მედალფა მუშაობის შესახებ პასუხს ჩვენ ვერ ვაგებთ. საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ჩვენგან ნიმუშები გაგზავნილია ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს" - გვითხრა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

კასპის მერი თამაზ ტატანაშვილი ამბობს, რომ მასაც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც ნანა ნინოშვილს: ,,მეც დავინტერესდი ამ თემით და მეც იგივე ინფორმაცია მაქვს. ტესტის პასუხები ჯერ მიღებული არა აქვთ" - აცხადებს კასპის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

კასპის ერთადერთი საავადმყოფო 28 ოქტომბერს საღამოს დაიკეტა. შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებიც არ შეუშვეს, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოცხადდა.

მიმღები განყოფილების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ საავადმყოფოში მხოლოდ გადაუდებელ პაციენტებს იღებენ. მომდევნო დღეს, 29 ოქტომბერს, მოქალაქეები შენობაში კვლავ არ შეუშვეს. მიზეზად კარანტინი დაუსახელეს. დღეს კი, შენობის ჭიშკარი გააღეს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ტესტის პასუხები ცნობილი არაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები