ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსით ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 59 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 29 ადამიანი. ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. გარდაცვლილი ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. დირბის მცხოვრებია. პაციენტს კოვიდ ინფექციასთან ერთად აღენიშნებოდა არაერთი თანმხლები, ქრონიკული დაავადება.

ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 786 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას გადის 375 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში.

დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 29 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში რჩება 1429 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები