ახალი ამბები
10 საათის მონაცემებით გორის უბნებზე 7 766 ამომრჩეველი გამოცხადდა
10 საათის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში გახსნილ საარჩევნო უბნებზე 7766 ამომრჩეველი გამოცხადდა. ამის შესახებ გორის საოლქო კომისიიდან გვაცნობეს.

დაიწერა მხოლოდ ერთი საჩივარი.

სულ გორის უბნებზე რესგიტრირებულია 95 921 ამომრჩეველი, მთლიანად გორი-კასპის ოლქში კი - 135 795 ამომრჩეველი.

2012 წლის ანალოგიურ პერიოდში, დილის 10 საათზე, გორში ამომრჩეველთა აქტიურობა იყო 12 462. იმ პერიოდში გორის უბნებზე რეგისტირებული იყო 112 291 ამომრჩეველი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები