ახალი ამბები
ლევან თარხნიშვილი: ,,კონვერტებს არიგებენ, ვიდეომასალები გვაქვს"
,,სკრაში იყო ბიულეტენების ჩაყრის მცდელობა, რომელიც იურიდიულად ხაშურს ეკუთვნის, მაგრამ ადმინისტრაციულ გორს ეკუთვნის. " - ამ სიტყვებით დაიწყო ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარმა კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა ბრიფინგი.

მან გორი-კასპის ოლქში მიმდინარე არჩევნები შეაფსა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებში საჯარო მოხელეები აქტიურობენ, მონაწილეობენ აგიტაციაში და უბნებთან არიგებენ კონვერტებს.

,,ასეთი ვიდეომასალები გვაქვს, რომლებიც გადავიღეთ მე-2, 61-ე, 77-ე, 1-ელ; 15-ე და მე-10 უბნებზე" - განცხადა ლევან თარხნიშვილმა.

იგი განმარტავს, თუ რა არის ასახული ვიდეომასალებში, კერძოდ, როგორ აძლევენ ამომრჩევლებს კონვერტს, როგორ დადიან და ესაუბრებიან ამომრჩევლებს მმართველი გუნდის სასარგებლოდ.

,,მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა. მე მინდა მოვუწოდო საარჩევნო ადმინისტრაციას და აღკვეთოს ეს მცდელობები. ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში მმართველი გუნდის აქტივისტები" - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები