ახალი ამბები
15 საათის მონაცემებით, კასპის უბნებზე 14684 ამომრჩეველი გამოცხადდა
15 საათის მონაცემებით, კასპის უბნებზე 14684 ამომრჩეველი გამოცხადდა. სულ მუნიციპალიტეტში 39 874 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

2020 წლის არჩევნებზე კი გორი-კასპის ოლქი გაერთიანებულია, სადაც 135 795 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კასპის ოლქში აქტივობა უფრო მაღალი იყო, კერძოდ, ანალოგიურ პერიოდში (15 საათზე) აქტივობა იყო 18 905.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. გორსა და კასპის ოლქში 13 მაჟორიტარული კანდიდატი მონაწილეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები