,,დიახ, მობილიზებულია ქართული ოცნების აქტივი" - გელა კაპანაძე
,,გავრცელებული ყალბი ხმები, თითქოს ,,ქართული ოცნების" აგიტატორები
ახორციელებენ მოსყიდვას, არ შეესაბამება სინამდვილეს" - განაცხადა
გელა კაპანაძემ, რომელიც მმართველი პარტიის გორის ორგანიზაციის
სპიკერია.
მისი თქმით, გორი-კასპის ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც მაღალია.
,,დღის ბოლომდე ასეთ მშვიდ ვითარებაში ჩაივლის არჩევნები. დიახ,
მობილიზებულია ქართული ოცნების აქტივი, ყველა იქცევა სმართლებრივ
ნორმებში" - ირწმუნება გელა კაპანაძე.
მისი ინფორმაციით, 15 საათის მონცემებით, გორი-კასპის ოლქში
გამოცხადებულია 35 ათასზე მეტი ამომრჩეველი. სულ ოქლში 95 921
ამომრჩეველია რეგისტირებული.
სტატიის გამოყენების პირობები