ახალი ამბები
მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება
მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება.  მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.

წინასწარი ინფორმციით, შიდა ქართლში მეორე ტური ხაშური-ქარელის ოლქშია მოსალოდნელი. რაც გორი-კასპის ოლქს, აქ 50%-იანი ბარიერი მმართველი გუნდის კანდიდატს აქვს გადალახული. თუმცა, დილის 12 საათის მონაცემებით, ჯერ მხოლოდ 38 უბანია დათვლილი (129 უბნიდან).

ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით დათვლილია უბნების 70%-მდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები