ახალი ამბები
შედეგები ხაშური-ქარელის ოლქში - მეორე ტურში ზაალ დუგლაძე და ნატო ჩხეიძე გადავიდნენ
ხაშური-ქარელის ოლქში მეორე ტური გაიმართება. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რომლითაც გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა.

ხაშური-ქარელის ოლქში, სადაც 103 798 ამომრჩეველია, საარჩევნო უბანზე 60 942 მოქალაქე მივიდა.

აქედან ზაალ დუგლაძეს ხმა 28 918-მა (49.34%), ხოლო - ერთიანი ნაციონლური მოძრაობის კანდიდატს ნტო ჩხეიძეს - 17 362-მა (29.62%) ადამიანმა მისცა ხმა.

შემდეგ მოდის ლელოს კანდიდატი კახა კოჟორიძე - 5237 ხმით (8,94%); პატრტიოტთა ალიანსი - ელიბო პატურაშვილი 2000 (3,41%" ხმით.

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები