ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 948 აქტიური შემთხვევაა - აქედან 483 ბინაზე მკურნალობს
ფოტოზე: რიგი გორის ჯანდაცვის ცენტრთან

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან მოგვაწოდეს. შტაბის წარმომადგენლის ცნობით, ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

,,ამჟამად რეგიონში გვაქვს კოვიდინფიცირების 948 აქტიური შემთხვევა. ბინაზე მკურნალობას გადის 483 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 178 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში რჩება 1417 ადამიანი." - აღნიშნულია განცხადებაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები