ახალი ამბები
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ხოჯევანიშვილი დამარცხდა
იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი დამარცხდა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებით დასტურდება, რომ მმართველი პარტიის კანდიდატს და, ზოგადად, პარტიას ამ სოფლებში მხარი არ დაუჭირეს.

მაგალითად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში , სადაც 818 ამომრჩეველია, გიორგი ხოჯევანიშვილმა 181 ხმა მიიღო. უბანზე გამოცხადდა 423 ამომრჩეველი.

სოფელ აღაიანში კი, სადაც უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, ხოჯევანიშვილმა 326 ხმა მიიღო, სულ უბანზე რეგისტრირებულია 1253 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 792 ამომრჩეველმა.

სოფელ ორთაშენში კი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ,,ქართული ოცნება" დამარცხადა. რაც შეეხება მის კანდიდატს, გიორგი ხოჯევანიშვილს, აქ მან 191 ხმა მიიღო. იგივე ხმა მიიღო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა და ხმები 191/191-ზე გაიყო. ორთაშენშიც უმრავლესობ ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. რეგისტრირებულია 916 ამომრჩეველი, ხოლო უბანზე გამოცხადდა 466 მოქალაქე.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ვერ მოიგო არჩევნები შავშვების დევნილთა დასახლებაშიც. აქ მან 135 ხმა მიიღო, იგივე ხმა მიიღო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ბადრი ბასიშვილმა და ხმები 135/135-ზე გაიყო. შავშვების დევნილთა დასახლებაში 416 ამომრჩეველია, უბანზე გამოცხადდა 232.

რაც შეეხება სოფელ სვენეთს, ამ სოფელში ხოჯევანიშვილმა მხოლოდ 4 ხმით მოუგო ბადრი ბასიშვილს. ხმები 254/259 გაიყო. სვენეთში 1132 ამომრჩეველია და უბანზე 619 მოქალაქე მივიდა.

შეგახსენებთ, გორი-კასპის ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები