ახალი ამბები
ნატო ჩხეიძემ მშობლიურ სოფელ ყელქცეულში არჩევნები წააგო
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნატო ჩხეიძე მშობლიურ სოფელ ყელქცეულში დამარცხდა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმში აღნიშნულია, რომ მაჟორიტარ კანდიდატს 125-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. მმართველი გუნდის წარმომადგენელს კი, - 243-მა.

ყელქცეული გორის მუნიციპალიტეტის სოფელია, თუმცა ხაშური-ქარელის მაჟორიტარულ ოლქში მოხვდა. სწორედ, ამ სოფლიდან დაიწყო კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია 2020 წლის 23 სექტემბერს.

ყელქცეულში 593 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან 31 ოქტომბრის საარჩევნო უბანზე 434 ამომრჩეველი მივიდა.

ხაშური-ქარელის ოლქში მეორე ტური გაიმართება. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რომლითაც გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა.

ოლქში, სადაც 103 798 ამომრჩეველია, საარჩევნო უბანზე 60 942 მოქალაქე მივიდა. აქედან ზაალ დუგლაძეს ხმა 28 918-მა (49.34%), ხოლო - ერთიანი ნაციონლური მოძრაობის კანდიდატს ნტო ჩხეიძეს - 17 362-მა (29.62%) ადამიანმა მისცა ხმა. შემდეგ მოდის ლელოს კანდიდატი კახა კოჟორიძე - 5237 ხმით (8,94%); პატრტიოტთა ალიანსი - ელიბო პატურაშვილი 2000 (3,41%" ხმით.

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები