ახალი ამბები
გორის საოლქო კომისიამ კენჭისყრის დღეს შედგენილი საჩივრები განიხილა
გორი-კასპის ოლქში, ექვს სხვადასხვა საარჩევნო საუბნო კომისიის ხელმძღვანელ თუ რიგით პირს დისციპლინარული ზომა დაეკისრა. ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 9 საჩივრიდან 6 საჩივარი დაკმაყოფილდა.

1-ელი საჩივარი ეხება ქვემო ჭალაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა შეამჩნია, რომ მოქალაქემ იმ გრაფაში მოაწერა ხელი, რომელიც მისი მოსახელე და მოგვარე იყო. თავმჯდომარემ ახსნა-განმრტება დაწერა, თუმცა საჩივრის ავტორი ითხოვს როგორც რეგისტრატორის, ასევე, თავმჯდომარის პასუხიმსგებლობის საკითხის დაყენებას.

მეორე საჩივარი ეხებოდა რეგისტრატორის მიერ საარჩევნო უბანზე იმ პირის დაშვებას, რომელსაც ვადაგასული პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა. აღნიშნული ფაქტი სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა დააფიქსირა და ითხოვს პასუხისმგებელი პირების დასჯას.

მესამე საჩივარი ეხებოდა სოფელ აღაიანში დაფიქსირებულ დარღვევას. კერძოდ, ნაკადის მომწესრიგებელს ფუნქციების განხორციელებაში ეხმარებოდა ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

მეოთხე საჩივარი ეხებოდა ატენში მომხდარ სავარაუდო დარღვევის ფაქტს. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის დამკვირვებლის ცნობით, გადასატან ყუთზე არ ჩატარდა წილისყრა და ფუნქციები არ გადანაწილდა პარტიის წევრებს შორის.

მეხუთე საჩივარი შეადგინა სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელმა. მისი ცნობით, გორის მერვე საჯარო სკოლაში წილისყრის პროცუდურას უბნის თავმჯდომარე არ ატარებდა. ასევე, არ მისცეს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერის უფლება.

მეექვსე საჩივარი დაწერა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა. მისი თქმით, გორის 23-ე უბანზე (განთავსებულია მე-17 საბავშვო ბაღში) ხმა მისცა ადამიანმა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო და სპეციალურ სიაში იყო შეყვანილი.

მე-7 საჩივარი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა დაწერა, რომელიც იგივე, 23-ე უბანზე დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხება. კერძოდ, დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირი უბანზე გამოცხადდა.

დანარჩენი საჩივრები მეორდებოდა.

ხვალიდან კი, საოლქო კომისია იმ საჩივრებს განიხილავს, რომელიც ხმის დათვლის შემდეგ, დაიწერა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები