ახალი ამბები
,,ჯერ პოლიციელები და შემდეგ მოქალაქეები" - გორის ჯანდაცვის ცენტრთან რიგებია
მეორე დღეა, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან რიგებია. კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტის ასაღებად ჯერ ,,გორმედში" დაიბარეს, თუმცა იქაც გრძელი რიგის გამო, სტალინის გამზრიზე გაგზავნეს. აქაც რიგში დგომა საათობით უწევთ.

,,დილით 6 საათზე მივედით ,,გორმედში" კორონავირუსზე ტესტის გასაკეთებლად, თუმცა ყველა რიგის ნომერი გაცემული იყო უკვე. გამოგვიშვეს და სტალინზე (დამავიწყდა რა ქვია მაგ დაწესებულებას) გადაგვამისამართეს, აქ გვეუბნებიან, დღეს პოლიციელებს ვუკეთებთ ტესტებსს და თქვენ ვერ გაგიკეთებთო. გაურკვევლობაში ვართ, იმასაც არ ამბობენ, როდის შეძლებენ ჩვენც გაგვიკეთონ ტესტი. გუშინ რა ნიმუშებიც ავიღეთ, ისევ აქ გვაქვს და ჯერაც არ გაგვიგზავნიაო. დილით ადრე რომც მივიდეთ, რიგის ნომრები გაცემული აქვთ და გორმედიდან აქ, აქედან კიდე გორმეში გვამისამართებენ,"- გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.


,,ახლა გვითხრეს ჩვენი უფროსი იზოლაციაშია და ტესტს საერთოდ აღარ ვაკეთებთო. მე ყველა სიმპტომი მაქვს, რაც კორონავირუსს ახასიათებს, კონტაქტიც ვიყავი კოვიდინფიცირებულის . ტესტის გაკეთებას მთხოვს სამსახური, წინააღმდეგ შემთხვევაში გამომიშვებენ სამსახურიდან." - გვეუბნება მოქალაქე.


დღეს, 3 ნოემბერს, შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 100 შემთხვევა დადასტურდა.


ჯერჯერობით, შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბს დამატებითი დეტალები არ უცნობებია. გუშინდელი მონაცემებით, კი, 948 აქტიური შემთხვევიდან ბინაზე მკურნალობას გადიოდ 483 ინფიცირებული პირი. თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 1417 ადამიანი."
Print

სტატიის გამოყენების პირობები