4 ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება.
გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა
მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის
გავრცელების პრევენციას ემსახურება.
,,პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და
რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი
ჯარიმა, რომელიც მოქმედებს." - განაცხადა ცქიტიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები