ახალი ამბები
ტყვიავში არჩევნები ბადრი ბასიშვილმა ოქრუაშვილს მოუგო
ცესკოს მონაცემებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ბადრი ბასიშვილმა სოფელ ტყვიავში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს და მის გუნდს, როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში მოუგო.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მშობლიური სოფლის ორივე უბანზე წააგო.

ოქრუაშვილის პარტიას, მაჟორიტარულ ნაწილში, მისი მოსახელე და მოგვარე ირაკლი ოქრუაშვილი წარმოადგენდა. ტყვიავში მან 183 ხმა მიიღო, ხოლო ბადრი ბასიშვილმა - 246.

გორის-კასპის ოლქში კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა სულ 2623 ხმა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი ,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა, კობა მაზანაშვილმა დაიკავა. მაზანაშვილმა მთლიან ოლქში 2680 ხმა მიიღო.

მე-15 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 135 795 ამომრჩეველია, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური არ გაიმართება. პირველივე ტურში გამარჯვებულად მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი დასახელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები