ახალი ამბები
შიდა ქართლში 1134 კოვიდინფიცირებულიდან 545 პაციენტი ბინაზე მკურნალობს
დღეს შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობაა 133, მათ შორის: ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან გვაცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 35 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 198 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 1134. მათ შორის - 545 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 1384 ადამიანი.

24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალება - 0 ადამიანი. დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობა - 0

ახალი ინფიცირებულების 43 კონტაქტი იქნა დადგენილი, ყველა მათგანი გადავიდა თვითიზოლაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები