ახალი ამბები
გორში ,,ლელოს'' კანდიდატი 39 უბნის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვს
გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე 39 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს. ოლქში 102 უბანია. ამის შესახებ საჩივარი მისმა წარმომადგენელმა, რეზო გოგიაშვილმა შეიტანა.

რეზო გოგიაშვილის განცხადებით, დარღვევები მდგომარეობს იმაში, რომ შემაჯემებელი ოქმების შედგენისას, საარჩევნო სუბიექტების განკუთვნილ გრაფებში მასიურად გადაასწორეს ციფრები.

,,შემდგომ შესწორების ოქმებით დაბალანსებულმა რიცხვებმა, დაგვარწმუნა ამ უბნებზე ჩატარებული არჩევნების სიყალბებში. მოცემულ შემაჯამებელ ოქმებში, რომლებიც ჩვენი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს გადაეცათ კენჭისყრის შედეგის შეჯამების შემდეგ, შესაბამის საარჩევნო უბანზე, არც ერთ მათგანში არ არის დაცული კანონის სავალდებულო ნორმა" - აღნიშნავს ,,ლელოს" იურისტი.

მისი განმარტებით, თუ შემაჯამებელ ოქმების შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამის მონაცემების გასწვრივ უნდა გაკეთებულიყო წარწერა: ,,შესწორებულია"

,,შესწორების ოქმების უმრავლესობა შედგენილ იქნა უბანზე არჩევნების შედეგების დათვლისა და შემაჯემებელი ოქმების შედგენა-განაწილების შემდეგ, უბანზე მყოფი წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების დასწრების გარეშე, თანაც საოლქო საარჩევნო კომისიის დახმარებით." - აღნიშნავს რევაზ გოგიაშვილი.

,,ლელოს" იურისტი ასევე განმარტავს, რომ შემაჯემებელ ოქმებში არ არის ,,დახურული" საარჩევნო სუბიექტებისადმი განკუთვნილი გრაფები, ასევე, - ბათილად მიჩნეული ბიულეტინების რაოდენობის ამსახველი გრაფები.

,,ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობასა და შეგნებულ უკანონობაზე. შემაჯამებელ ოქმებში დატოვებული ღია ადგილების არსებობით მოახდინეს პრევენცია ყალბი შედეგების გასაპრავებლად." - ასკვნის გოგიაშვილი.

საჩივრის განხილვის ვადა 5 ნოემბერს იწურება.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნების შედეგად, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:

გიორგი ხოჯევანიშვილი (ქართული ოცნება) - 41 335;
ბადრი ბასიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 20 790;
კობა მაზანაშვილი - *პატრიტთა ალიანსი' - 29 40;
ირაკლი ოქრუაშვილი - 2623
პაპუნა კობერიძე (ლელო საქართველოსთვის) - 2495
ლევან თარხნიშვილი (ევროპული საქართველო) - 2205
Print

სტატიის გამოყენების პირობები