ახალი ამბები
გორის საოლქო სარჩევნო კომისიაში 2 უბნის შედეგები ხელახლა გადათვალეს
გორის #32 საარჩევნო ოლქში, კომისიამ 9 საარჩევნო უბანთან დაკავშირებული 13 საჩივარი განიხილა.

საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციების, საიასა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა შეიტანეს.

დამკვირვებლები ოთხ უბანზე შედეგების გადათვლას და ბათილობას ითხოვდნენ, რაც #4 და #75 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კომისიამ ბიულეტენების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, 7 უბანზე, თავმჯდომარესა და მდივანს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები