ახალი ამბები
ძამის ხეობის მოსახლეობის არჩევანი
ძამის ხეობაში არსებულ საარჩევნო უბანზე არც ერთი შემაჯამებელი ოქმია გასაჩივრებული. ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, ხეობაში მოსახლეობის უმრავლესობამ მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი.

ხეობაში მდებრე სოფლების ამომრჩევლებმა ხმა სამ უბანზე მისცეს. ეს უბნები გახსნილია ზღუდერში, გვერძინეთსა და კეხიჯვარში.

სამივე უბნის მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა 583 ხმა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა - 370 ხმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხეობის 3-ვე უბანზე რეგისტრირებულია 2048 ამომრჩეველი, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1190-მა. (დაახლოებით 58%

უფრო კონკრეტულად:

სოფელი ზღუდერი - #23 უბანი (ამომრჩეველი - 502, უბანზე მივიდა მივიდა 267)

,,გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი – 78 ხმა
,,ქართული ოცნების" კანდიდატი - 134 ხმა

სოფელი გვერძინეთი - #24 (218 ამომრჩეველი - 218, მივიდა 121)

,,გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი – 27
,,ქართული ოცნების" კანდიდატი - 62

კეხიჯვარი - (ამომრჩეველთა რაოდენობა - 1328; მივიდა 802)

,,გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი– 265
,,ქართული ოცნების" კანდიდატი - 387

შეგახსენებთ,
ხაშური-ქარელის ოლქში მეორე ტური გაიმართება. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რომლითაც გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა.

ხაშური-ქარელის ოლქში, სადაც 103 798 ამომრჩეველია, საარჩევნო უბანზე 60 942 მოქალაქე მივიდა.

აქედან ზაალ დუგლაძეს ხმა 28 925-მა (49.32%), ხოლო - ერთიანი ნაციონლური მოძრაობის კანდიდატს ნტო ჩხეიძეს - 17 536-მა (29.9%) ადამიანმა მისცა ხმა.

შემდეგ მოდის ლელოს კანდიდატი კახა კოჟორიძე - 5248 ხმით (8,95%); პატრტიოტთა ალიანსი - ელიბო პატურაშვილი 2032 (3,46%" ხმით.

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები