ახალი ამბები
გიორგი მელაძე: ,,მოსახლეობას ურჩევნია კორონა შეეყაროს, ვიდრე შიმშილით მოკვდეს"
,,ლელო საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიორგი მელაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას ურჩევნია კორონავირუსით დაინფიცირდეს, ვიდრე წამებით და შიმშილით მოკვდეს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი ეს განცხადება უკავშირდება იმ სავარაუდო რეგულაციების შემოღებას, რომლის დაწესებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ითხოვს:

,,იმათ მივმართავ, ვინც თბილად ხართ სახლში, დივანზე წამოკოტრიალებულები და ოპოზიციას აკრიტიკებთ "იიი პანდემია არი და რა დროს აქციები არი". მარტივად გეტყვით, ორი თვე ვიარე და თითქმის მთელი კასპის და გორის რაიონის სოფლები შემოვიარე, დამიჯერეთ საქართველოს მოსახლეობას ურჩევნია კორონა შეეყაროს, ვიდრე წამებით და შიმშილით მოკვდნენ, თუ ჩემი არ გჯერათ, აწიეთ ეგ ჩამთბარი ტ....ი და გადით ხალხში და მიხვდებით რასაც გეუბნებით" - აცხადებს გიორგი მელაძე.

შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი 177 შემთხვევა დადასტურდა. ოქტომბრის თვეში, ახალი შემთხვევების რაოდენობამ რეგიონში 890-ს მიაღწია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები