ახალი ამბები
,,ენმ"-ს ხაშურის ორგანიზაციის ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა
,,ენმ"-ს ხაშურის ორგანიზაციის ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ როინ მახარობლიძემ qartli.ge-ს თავად განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი ოჯახში კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა: 

,,წყარო დადგენილი არაა. არ ვიცი, ეს საიდან მოხდა. კორონავირუსი ოჯახში ორ წევრს დაგვიდასტურდა. რაც შეეხება პარტიას, პარტიის წევრებს კორონავირუსი არავის აქვს გამოვლენილი" - გვითხრა როინ მახარობლიძემ.

ის ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნატო ჩხეიძის საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობს, თუმცა ეს ორი ოფისი სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული. 

შეგახსენებთ, ხაშური-ქარელის ოლქში მეორე ტური გაიმართება. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რომლითაც გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა.

ხაშური-ქარელის ოლქში, სადაც 103 798 ამომრჩეველია, საარჩევნო უბანზე 60 942 მოქალაქე მივიდა.

აქედან ზაალ დუგლაძეს ხმა 28 925-მა (49.32%), ხოლო - ერთიანი ნაციონლური მოძრაობის კანდიდატს ნტო ჩხეიძეს - 17 536-მა (29.9%) ადამიანმა მისცა ხმა.

შემდეგ მოდის ლელოს კანდიდატი კახა კოჟორიძე - 5248 ხმით (8,95%); პატრტიოტთა ალიანსი - ელიბო პატურაშვილი 2032 (3,46%" ხმით.

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები