ახალი ამბები
გორში სახლის სათავსოს ხანძარი გაუჩნდა
ლიკვიდირებულია ხანძარი, რომელიც გორში თავზიშვილის ქუჩაზე გაჩნდა.

საცხოვრებელი სახლის სათავსოს ცეცხლი წაეკიდა.

მეხანძრეების თქმით, ერთსართულიან სახლში ხანძრის დროს, არავინ იმყოფებოდა.

სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს. დამწვარია დაახლოებით 30 კვ.მ ფართის სათავსო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები