ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში მედიკამენტების დამატებითი მარაგის შევსება დასჭირდათ
გორის ჰოსპიტალში, კოვიდპაციენტებისთვის რამდენიმე სახეობის მედიკამენტი დამატებით შეიძინეს, რომლის მარაგი იწურებოდა. აღნიშნულ მედიკამენტებს ვეღარც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწოდებდნენ.

ამის გამო, ,,ავერსისგან" და ,,ფარმასგან" ორი თვის მარაგი იყიდეს. გადაწყვეტილება საავადმყოფოს დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, როდესაც კლინიკის აფთიაქში წამლების რაოდენობა იწურებოდა.

ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ წინასწარი გათვლებით, 2 თვის საკმარისი წამლები შეიძინა, კერძოდ:

კონტროლოკი (იგივე პანტოპრაზოლი), -მჟავიანობის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატები და პრეპარატები გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სამკურნალოდ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. პანტოპრაზოლი.

დეტრივიტი ფორტე - წარმოადგენს ვიტამინ D3-ის ბალანსირებული რაოდენობების შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკისთვის. 

სელიო #60 - 20 კოლოფი; (საკვები ნარევი);  C ვიტამინი შუშხუნა ტაბლეტები - 1000მგ N20 ფორ - 250 კოლოფი
Print

სტატიის გამოყენების პირობები