ახალი ამბები
გორის სასამართლომ ,,ენმ" საჩივარი არ დააკმაყოფილა
გორის სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ძალაში დატოვა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, რომლის მიხედვით, ,,ენმ"-ს 5 საჩივარი განხილვას არ დაექვემდება.

ამის შესახებ პარტიის გორის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანი ბალიაშვილმა გვაცნობა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო, სარჩელი კი გუშინ შეიტანეს.

31 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს ენმ-ს იურისტმა 5 საჩივარი დაწერა. საჩივრები 53 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნას ეხებოდა, ასევე, არასწორად შედგენილი შემაჯამებელ ოქმების გამო, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დაჯარიმებას.

,,საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განუხილველობის მიზეზად დასახელდა საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანა, რაც ჩვენი აზრით სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან კანონის მიხედვით, საჩივრის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს. ვიყენებთ კანონის მიხედვით მონიჭებულ უფლებას და შეგვაქვს სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოში." - აგანაცხადა ,,ენმ"-ს წარმომადგენელმა სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები