ახალი ამბები
თბილისში დაგეგმილ აქციას მხარდამჭერები გორიდანაც შეუერთდებიან
გორიდან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისის აქციას შეუერთდებიან. მიკროავტობუსებით და მანქანებით კოლონა გასასვლელად ემზადება.

დღეს, 15:00 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ერთობლივი ოპოზიციური აქცია, რომელშიც მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია პროტესტს უცხადებს არჩევნებს და მოითხოვს ხელახალი, სრულიად გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ეს არის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ივანიშვილმა, ამაზე აუცილებელია უმკაცრესი რეაგირება, რაც იქნება გარეთ, ქუჩაში და აქციის საშუალებით.
მონაწილე ოპოზიციური პარტიები:

- ევროპული საქართველო
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია
- გირჩი
- ლელო საქართველოსთვის
- სტრატეგია აღმაშენებელი
- ლეიბორისტული პარტია
- გამარჯვებული საქართველო
- ერთიანი საქართველო
- ევროპელი დემოკრატები
- თავისუფალი დემოკრატები
- კანონი და სამართალი
- რესპუბლიკური პარტია
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
- ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები 

Print

სტატიის გამოყენების პირობები