ახალი ამბები
,,ავერსის" კლინიკა მოქალაქეებს 2 სახის COVID ტესტის ჩატარებას სთავაზობს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს ,,ავერსის" კლინიკაში ორი სახის კოვიდ ტესტის ჩატარება შეუძლია. ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

ეს მეთოდებია: სწრაფი და PCR ტესტი:

,,ჩვენთან ტარდება 2 სახის COVID ტესტი. PCR მეთოდით ჩატარებული კვლევის ფასია 150 ლარი, ხოლო სწრაფი ტესტის 55 ლარი. მოქალაქეებმა უნდა მოგვმართონ სამუშაო სათებში. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 - 17:00 საათამდე, შაბათს 10:00 - 15:00 საათამდე." - გვაცნობეს კლინიკის ადმინისტრაციიდან.

მათივე განმარტებით, ტესტის პასუხი აღებიდან მეორე დღეს იქნება, შესაძლებელია, როგორც ხელზე გატანა, ასევე მეილზე გადაგზავნა.

,,ამ ეტაპზე ვეღარ ვახერხებთ გამოძახებებზე გასვლას, ძალიან დიდი მომართვიანობის გამო.'' - გვითხრეს კლინიკის ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება უფასო ტესტებს, ამის თაობაზე მოქალაქეებმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, ოჯახის ექიმს ან დარეკონ ცხელ ხაზზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები