ახალი ამბები
,,სტუდენტები მოსწავლეებისთვის" - ხაშურის რესურსცენტრის უფროსი სტუდენტებს მიმართავს
ხაშური იმ დიდ ქალაქების ჩამონათვალში არ მოხვდა, სადაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ამ ქალაქშიც იზრდება.

მუნიციპალიტეტის რესურცენტრის უფროსის, ზვიად გოგუაძის თქმით, ქალაქ ხაშურში რამდენიმე სკოლაში სწავლების პროცესი დისტანციურ რეჟიმში უკვე გადავიდა. იგი ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ეს ყველა სკოლას შეეხოს, ამიტომ დისტანციური სწავლების პროცესი აქტუალური გახდება.

ამ ფონზე, ხაშურის რესურსცენტრის უფროსი სტუდენტებს ახალი ინიციატივას სთავაზობს. "სტუდენტები მოსწავლეებისთვის".

,,მინდა, რომ რომელიმე პლათფორმის გამოყენებით, მათი სფეროს მნიშვნელოვან საკითხზე დაგვატრენინგონ და წვლილი შეიტანონ მოსწავლეების ცოდნისა და უნარების განვითარების საქმეში. ვინც არის სტუდენტი და გულით უნდა, რომ მოხალისეობრივად მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში, ვითხოვთ, რომ გამოგვეხმაურნონ" - აღნიშნავს ზვიად გოგუაძე.

ზვიად გოგუაძე პროფესიით იურისტია, თუმცა უფროსი მასწავლებლის სტატუსი უკვე მოიპოვა. ამბობს, რომ სამსახურიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს პედაგოგიურ საქმიანობას, ასევე, თვლის, რომ დღევანდელი სტუდენტები კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიუბს, შესაბამისად, მათი გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები