თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც დღეს 15 საათზე იყო
დანიშნული. მათ აქტისტები შიდა ქართლიდანაც შეუერთდნენ.
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები, აქტივისტები და მოქალაქეები
რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში
შესვლაზე უარს ამბობს და აქციებს ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ
ინსტრუმენტად განიხილავს.
,,ვეურთდებით აქციას, ვაპროტესტებთ იმ შედეგებს, რაც ცესკომ
შემოგვთავაზა. არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს" - გვითხრა პარტიის
გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანო ბალიაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები