ახალი ამბები
უფლისციხის მუზეუმში ვიზიტორების მიღება განახლდა
დღეიდან, უფლისციხის მუზეუმში სამუშაო პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის ადმინისტრაციამ კვირას, 15 ნოემბერს გაავრცელა.

ისტორიული ნაკრძალი დროებით 2020 წლის 10 ნოემბერს დაიკეტა, რადგან ერთ-ერთი თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

,,როგორც მოგეხსენებათ მსოფლიოში შექმნილი პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო,უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, პრევენციის მიზნით, დროებით დაიკეტა. ამ ეტაპისთვის დასრულდა ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო. მუზეუმ-ნაკრძალი მზად არის ვიზიტორთა მისაღებად და ორშაბათიდან განახლდება სამუშაო პროცესი." - აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები