ახალი ამბები
,,ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავაგებინებთ, რომ არჩევნები გაყალბდა" - კახა ლობჟანიძე
თბილისში მიმდინარე აქციაზე გორიდან ოპოზიციის წარმომადგენლები წავიდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლის, კახა ლობჟანიძის თქმით, მდუმარე აქციაში მონაწილეობას ათეულობით აქტივისტი მიიღებს მონაწილებას. 

მისი თქმით, ოპოზიცია კვლავაც აპროტესტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს:

,,ამ აქციით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებული შტაბებს და მის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა" - ამბობს კახა ლობჟანიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში სტუმრად ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმყოფება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები