ახალი ამბები
ცხინვალის საპატიმროში მყოფი ზაზა გახელაძე გამოჯანმრთელდა
ზაზა გახელაძე გამოჯანმრთელდა და დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებს, - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, 33 წლის მამაკაცის მეუღლემ, ირმა ბუნტურმა განუცხადა.

"სამშაბათს დაგვირეკა ადვოკატმა, კარგად არის, სრულად გამოჯანრთელდა და გადაადგილებისას ყავარჯნებიც აღარ ესაჭიროება",-ამბობს ირმა ბუნტური.

მისივე თქმით, ამ დრომდე არც ადვოკატმა და არც ოჯახმა არ იცის, როდის გაიმართება ე.წ. სასამართლო პროცესი. ზაზა გახელაძე 11 ივლისს გაიტაცეს ოკუპანტებმა, ის მეხუთე თვეა უკანონო პატიმრობაშია.

დაკავების დროს გახელაძე ფახში დაჭრეს, რის გამოც, ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა, ახლა კი, ციხეზეა გადაყვანილი.

რაც შეეხება ერგნეთის მოლაპარაკებებს, სადაც ზაზა გახელაძის საკითხიც იხილება, 20 ივნისს უნდა გამართულიყო თუმცა, კორონაპანდემიის გამო ჩაიშალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები