ახალი ამბები
,,რა ცხვრები და დღეობების დროა" - საკრებულოს წევრი გორელებს მიმართავს
,,23 ნოემბერი გიორგობაა! გორიჯვარში მთელი გორი დაიძვრება...ამას დამატებული გორის სოფლებში დღეობები! მაინტერესებს რას ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება? პოლიცია ? გუბერნატორის ადმინისტრაცია?" - კითხულობს ირმა ამბარდნიშვილი, გორის საკრებულოს წევრი.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლებამ რელიგიურ დღესასწაულს მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს:

,,ნაცნობაც აღარ ჭრის ხალხო, საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის! რა ცხვრები და დღეობების დროა, როგორ წირავთ ახლობლებს? უკვე რამდენი ნაცნობი გარდაიცვალა გორში! დავიჯერო არ გაგიგიათ? საზოგადოებრივი ჯანდაცვა! - ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა უკვე ამოწურულია, სასწრაფოს ვერ გამოიძახებ.....ხალხი დღეები დგას რიგში კორონაზე ტესტირებისას! სიცხეს ვინ გაუზომავს ამ ზღვა ხალხს?" - აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.

იგი ხელისუფლებას დროულ რეაგირებას სთხოვს:

,,ქორწილების აკრძალვა წინა დღეს რომ გამოაცხადეთ... დროით იმოქმედეთ! ხალხი რომ დათვრება 10 საათზე ვინ შევა სახლში...ჯარიმების გამო ახალი ტრაგედიები არ არის საჭირო" - განმარტს ამბარდნიშვილი.

23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე გორში გორიჯვრობას აღნიშნავენ. გაზაფხულზე, კორონავირუსის გამო, 6 მაისს გორიჯვრის ეკლესიაში ასასვლელი გზა პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები