ახალი ამბები
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. გორელი სპორტსმენი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ფინალში მოლდაველ ვიქტორ სტეპრუს შეხვდა და ორთაბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დამარცხდა. ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს სახელით ფინალში იასპარეზებს ტატო გრიგალაშვილიც (81კგ), რომელმაც ნახევარფინალში ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ლუკა მაისურაძე, რომელმაც რეპეაშიში აზერაბაიჯანელ ძიუდოისტს სძლია და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები