საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
ცოტახნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 104 732 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 85 639 გამოჯანმრთელდა, 976 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2159 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 6
189. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 449 პაციენტი.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები