დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ინფორმავიას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით,
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 104 732-ს.
„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც
ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში
გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 85 639-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით
გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 24, აჭარაში
– 13, იმერეთში – შვიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი, ქვემო
ქართლში – სამი, ხოლო შიდა ქართლში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26
თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა“,-
აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა
და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772,
ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო –
ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48,
სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ
შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში – 2 774, აჭარაში – 1 021, იმერეთში – 1 241. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში
– 147, იმერეთში – 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე
იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 114, იმერეთში –
45. 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 –
თბილისში, 1 659 – აჭარაში, 310 – იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის
მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში – 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში – 26.
სულ 6 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 17 241 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის
თბილისში – 16 201 პირი, აჭარაში – 18 088, იმერეთში – 5 313“,-
ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სტატიის გამოყენების პირობები