ახალი ამბები
ზარდიანთკარელი 63-წლის მამაკაცი კვლავ ცხინვალის საპატიმროშია
სოფელ ზარდიაანთკარიდან, ოკუპანტების მიერ, 20 ნოემბერს გატაცებული 63 წლის მირიან თაზიაშვილის მეუღლემ არ იცის, რა ვიათარებაში მოხდა მამაკაცის აყვანა.

ცისანა თაზიაშვილი ამბობს, რომ მას ამ დრომდე, ცხინვალის დე-ფაქტო მილიციიდან არავინ დაკავშირებია. “ცხინვალიდან არავის დაურეკავს, მე ჩვენმა პოლიციამ მითხრა, შენი ქმარი წაიყვანესო, არ ვიცი რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა იქით.

,,სოციალურად დაუცველები ვართ და ისიც კი არ ვიცი, ჯარიმას როგორ გადავიხდი. ვაშლის კრეფაზე დავდივარ და თავს მაგით ვირჩენთ. ჩემი ქმარი ზოგჯერ ტაქსაობდა და პურის ფულს ასე ვშოულობდით”,-აცხადებს ცისანა თაზიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები