ახალი ამბები
ძევერა-შერთულის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
შიდა ქართლში, ძევერა-შერთულის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რის შემდეგაც სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს (ძევერა, შერთული, კარალეთი და გარეჯვარი).

Print

სტატიის გამოყენების პირობები