ახალი ამბები
დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ცნობილი ფეხბურთელი არგენტინის ქალაქ ტიგრეში გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნოემბრის დასაწყისში უცხოურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენმა თავის ტვინზე ოპერაცია გაიკეთა: მის ჯანმრთელობას თრომბი საფრთხეს უქმნიდა.

ასევე ცნობილი იყო, რომ მარადონა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო აქტიურ რეაბილიტაციას გადიოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები