ახალი ამბები
ქალაქ გორის სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტში მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ
ახალი შეზღუდვების პირობებში ქალაქ გორში საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

ამის შესახებ უწყებათაშორის კომისიის სხდომის დამთავრების შემდეგ, განათლების მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა განაცხადა. მისი თქმით, საბავშვო ბაღებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მუშაობა ისედაც შეჩერებული აქვთ.

რაც შეეხება სკოლებს, ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, ქალაქ გორში, ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე დარჩება.

,,სკოლების გარდა, ყველა დიდ ქალაქში პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები დისტანციურ რეჟიმზე იქნებიან. არადისტანციურ რეჟიმზე შეუძლია სწავლის გაგრძელება იმ უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებს, რომლებიც სამედიცინო პროფილით მუშაობს. უნივერსიტეტებს ექნებათ იმის უფლება, რომ ამ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურად ჩაატარონ, პროტოკოლის დაცვით" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


იხ. ამავე თემაზე:

კორონავირუსის გამო 28 ნოემბრიდან შეზღუდვები წესდება

Print

სტატიის გამოყენების პირობები