ახალი ამბები
ქარელში გაზის გაჟონვის შედეგად 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა
ქარელში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.

აღნიშნულ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქარელის საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, 31-წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის კრიტიკული მედიცინის ცენტრში, თბილისში, გადაიყვანეს.

ახალგაზრდები რუსთავიდან იყვნენ და ქარელში, საცურაო აუზის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები.

მომხდარს შსს 116-ე მუხლით იძიებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები