ახალი ამბები
კარალეთში ავარია მოხდა - არიან დაშავებულები
რამდენიმე წუთის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ორი მსუბუქი ავტომობილიერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მომხდარ ფაქტზე შიდანაგ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია

Print

სტატიის გამოყენების პირობები