ახალი ამბები
კარალეთში ავარიის შედეგად დაშავებული 20 წლის გოგონას და მისი ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ამ დრომდე მძიმეა გვიან ღამით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ავტომობილის ახალგაზრდა გოგონას და მისი ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ორივე პაციენტი კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. ,,გორმედის" რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას ინფორმაციით, ამ წუთებში 20 წლის პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.


შეგახსენებთ წუხელ სოფელ კარალეთში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე შიდანაგ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

იხ. ამავე თემაზე: კარალეთში ავარია მოხდა - არიან დაშავებულები
Print

სტატიის გამოყენების პირობები