ახალი ამბები
გორში ქუჩაში მამაკაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
გორში მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, გზაზე მიმავალი კაცი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.

გამვლელებმა სასწრაფოში დარეკეს, თუმცა მათ განუცხადეს, რომ საკმარისი ექიმები არ ყავდათ. მამაკაცი მოქალაქეებმა ვერ გადაარჩინეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. ექიმის თქმით, ადგილზე მისულებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ:

,,ამჟამად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხოლოდ სამი ბრიგადა ვმუშაობთ გორში, დანარჩენი თანამშრომლები ყველა კოვდ 19-ით ნფიცირებლები არიან. როცა ჩვენ მოვედით ადილზე, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა,"- განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა.

შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები