ახალი ამბები
ბოლო 24 საათში კორონავირუსით შიდა ქართლში 3 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით შიდა ქართლში 3 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 102 პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ინფიცირების ახალი შემთხვევა 82-ია. სულ გაგზავნილი იყო 202 სინჯი.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 3155 გახდა, მათ შორის - 1128 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

თვითიზოლაცია კი მოეხსნა 204 პირს. თვითიზოლაციაშია 2101 პირი.

"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 937 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 267 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა – 313, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 187, შიდა ქართლი – 82, გურია – 19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 160, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

Print

სტატიის გამოყენების პირობები