2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე
წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის
პირველი იანვრიდან. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური
ავრცელებს.
მათი ცნობით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი
(გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის
ინდექსაციის წესის შემოღებით;
კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70
წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია
განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის
პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275
ლარის ოდენობით.
პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ
ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70
წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით
ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის
მოსახლეობის ზრდის ეფექტი.
სტატიის გამოყენების პირობები