ახალი ამბები
ხაშურში მოქალაქე პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს
ხაშურში, მოქალაქე სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს. დავით კილაძე ირწმუნება, რომ მას პოლიციელები თავს დაესხნენ, სცმეს, უკანონოდ დააკავეს და 24 საათის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში ამყოფეს.

მისივე თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ქალაქის ცენტრში, პირბადის გარეშე გადაადგილდებოდა.

მისი თქმით, პოლიციელებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მოგვიანებით კი სცემეს. კილაძის თქმით, მისი ცემის ბრალდებას ოცმეთაური, გიორგი ბორცვაძე გასცემდა. მამაკაცმა გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა.

შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქე დაკავებული იყო წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით 24 საათიანი პატიმრობა შეეფარდა.

რაც შეეხება პირბადის საქმეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით კილაძე არ დაუჯარიმებიათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები