ახალი ამბები
გორში ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო კამპანია ისევ გრძელდება
მიუხედავად იმისა, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 31 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების პირველივე ტურში მოიგო, გიორგი ხოჯევანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ისევ აგრძელებს.

გორის ქუჩებში განთავსებულ ბილბორდებზე, აწ უკვე დეპუტატის პლაკატები ისევაა გაკრული.

კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში სააგიტაციო მასალა ჩამოხსნას.

გორის მერიაში ამბობენ, რომ ბილბორდებს აქირავებს კერძო კომპანია, შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტი ქირის თანხას უხდის ამ კომპანიას. რაც შეეხება მერიასთან ურთიერთობას, კერძო კომპანია ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ ბილბორდის სარგებლობის თანხას რიცხავს.

მმართველი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხს პარტიის ცენტრალური ოფისი აგვარებს:

,,მაგ საკითხს ცენტრალური ოფისი აგვარებდა ადრეც და ეხლაც. როგირც ვიცი, მალე ჩამოხსნიან." - გვითხრა მიხეილ გოგინაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები