ახალი ამბები
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი IX-X-XI კლასის მოსწავლეებს ახალ პროექტში ჩართვას სთავაზობს
გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრები ახორციელებენ ახალ პროექტს, სახელწოდებით "ალტერ-Space", რომელიც  IX-X-XI კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.

მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გასართობ-შემეცნებოთ აქტივობებში; მიღებული ცოდნითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნიან საკუთარ ინტელექტუალურ პროდუქტს.

,,ესაა გარემო, სადაც საშუალება ექნებათ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რეალიზება.'' - აცხადებენ კლუბში.

პროექტი ხორციელდება "სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის" (SCOPE) ფარგლებში.

დაინტერესებულმა პირებმა იხ. რეგისტრაციის ფორმა:

მედია კლუბი

მედია კლუბი მოიცავს 4,5 თვიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 20 ახალგაზრდა შეისწავლის მულტიმედია ჟურნალისტიკას. ჯგუფის შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ და მსმენელებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ვიდეო სიუჟეტების მომზადება, დაეუფლონ ტექსტის წერის, ოპერატორობის, ვიდეო მემონტაჟის და ბლოგერობის პროფესიებს. სასწავლო კურსის მანძილზე მონაწილეები შექმნიან საკუთარი გადაცემებს ან ფოტო-ვიდეო ბლოგებს, რაც მათ სხვდასხვა პროფესიული უნარის განვითარებაში დაეხმარება.

ფოტოგრაფია

შეისწავლე ფოტოგრაფია, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკული კურსს. ისწავლე გადაღება და ჩაერთე კონკურსებში და გამოფენებში. კურსი 3 თვის მანძილზე გაგრძელდება, ჯგუფი დაკომპლექტდება ფოტოგრაფიით დაინტერესებული ახალგაზრდებით. კურსის მსვლელობის დროს მოწვეულნი იქნებიან ქართველი ფოტოგრაფები, რომლებიც გამართევენ მასტერკლასს ახალგაზრდებისათვის. პროექტის საბოლოო ეტაპზე, ახალგაზრდები შექმნიან ნამუშევრებს გამოფენისათვის, რომელიც დასკვნით ღონისძიებაზე გამოიფინება და 1 თვის მანძილზე დარჩება გამოფენილი ხელოვნების სახლის მუდმივ მოქმედ გალერეაში.

კინო კლუბი

კინო კლუბი (ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით) ხშირად რთულია ახალგაზრდებთან პირდაპირ საუბარი ადამიანის უფლებებზე; საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე ახალგაზრდებს სწრაფად სწყინდებათ ან ინტერესს კარგავენ მსგავსი შეხვედრების დროს. ერთ-ერთი საუკეთესო გზა აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ არის კონო ხელოვნება, რადგან დოკუმენტურ კინოს ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, დიდი ემოციის და შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია, რაც უზრუნველყოფს მსმენელების მიერ საკითხის სიღრმისულად შესწავლას. პროექტის ფარგლებში კვირაში ერთხელ მოეწყობა კინოჩვენება, რომლის შემდგომ გაიმართება დისკუსია განხილულ თემასთან დაკავშირებით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები